English / ქართული /








Journal number 1 ∘ Giorgi Gaganidze
Trade Relations Between Georgia and the USA: Dynamics and Prospects

In the article the author reviews the existing trade relations between Georgia and the USA, special attention is paid to the structure of the trade and future trends. There are analyzed the possible efects of the free trade agreement between the USA and Georgia.

Keywords: Trade Regimes, Free Trade Agreement, Trade Intensification.

JEL Codes: F10, F13, F14

სტატიაში განხილულია საექსპორტო  პოტენციალის უკეთ რეალიზაციის საკითხები, კონკრეტულ  სავაჭრო პარტნიორთან მიმართებით. გაანალიზებულია საქართველო-აშშ  სავაჭრო ურთიერთობები და მათი შემდგომი ინტენსიფიკაციის შესაძლებლობები.  შეფასებულია  საქართველოს აშშ ბაზარზე საექსპორტო  პროდუქციის კონკურენტუნარიანობა.

საკვანძო  სიტყვები: სავაჭრო რეჟიმი; თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება; სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია.

საქართველოს  საგარეო სავაჭრო ბალანსის  (იგულისხმება პროდუქციით და არა მომსახურებით  ვაჭრობა) ქრონიკული  დეფიციტი ყოველთვის  განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი  დიდად მტკივნეული პრობლემა.   საქართველოს ყველა ხელისუფლება მსჯელობდა საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაციაზე, ექსპორტის ხელშეწყობაზე, თუმცა, რეალური შედეგები, გარდა მცირე წარმატებებისა (ძირითადად რეექსპორტის  ხარჯზე),  ვერ მივიღეთ. პრობლემის  არსში წვდომისას  აუცილებლად  მივდივართ კონკურენტუნარიანობის   საკითხთან  და კერძოდ გვიხდება  იმ მარტივი  ჭეშმარიტების  დადასტურება,  რომ საქართველოს საექსპორტო პროდუქცია დაბალ კონკურენტუნარიანია.  ამ ფაქტის გათვალისწინებით,   საქართველოს ხელისუფლებებმა  სხვადასხვა  დროს დასახეს ყველა მნიშვნელოვანი საგარეო ბაზრის მაქსიმალურად გახსნის ამოცანა. შემდეგი რაციონალური  მოსაზრებით:  თანამედროვე  გლობალური კონკურენციის პირობებში სავაჭრო რეჟიმით მიღწეული უპირატესობა გარდაიქმნება რეალურ ექსპორტად,  ვინაიდან მოიძებნება დაინტერესებული ინვესტორები, რომლებიც შეეცდებიან გამოიყენონ ეს უპირატესობა. ცხადია, როდესაც ასეთ საექსპორტო ბაზრებზე ვმსჯელობთ, პირველ რიგში უნდა შევეხოთ ევროკავშირსა  და აშშ-ს. ევროკავშირთან  საქართველომ  დაასრულა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებები და მიაღწია შესაბამის შეთანხმებას.  ამდენად, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ  აშშ-ის როლი საქართველოს  ექსპორტში,  გავიაზროთ ტენდენციები და დინამიკა, შევაფასოთ  მიღწეული შედეგები.

საქართველო-აშშ-ის საგარეო  ვაჭრობის დინამიკა

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგარეო-სავაჭრო  ურთიერთობები ეფუძნება 2001 წლიდან აშშ-ის მიერ საქართველოსათვის მინიჭებულ პრეფერენციათა გენერალიზებულ სისტემას  (პგს). აღნიშნული სქემით  სარგებლობს დაახლოებით 30 სახელმწიფო, პგს განვითარებად ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას აშშ-ში შეიტანონ პროდუქცია საბაჟო გადასახადის  გარეშე. ასეთი პროდუქციის ჩამონათვალი საქართველოსათვის არის დაახლოებით 3,500. ასეთ პროდუქციას მიეკუთვნება: სამრეწველო  პროდუქცია;  საიუველირო ნაწარმი; იატაკის სხვადასხვა საფარი; სოფლის მეურნეობისა  და მეთევზეობის ზოგიერთი პროდუქცია; დიდი რაოდენობით   ქიმიური პროდუქცია   და მინერალები. პგს-ის სქემით ვერ შეიტანთ აშშ-ში ტექსტილს, ტყავის ნაწარმს, ტანსაცმელს.  დეტალური ინფორმაცია შეიძლება ინახოს შესაბამის ვებგვერდზე [1]. პგს-ის სქემა საშუალებას აძლევს ექსპორტიორს  საქართველოდან  ჰქონდეს  დაახლოებით 18%-იანი უპირატესობა დანახარჯებში სხვა ექსპორტიორებთან  შედარებით, რომლებსაც არა აქვთ პგს-ის უპირატესობა. სამომავლოდ, პგს სქემის უფრო ფართოდ გამოყენებისათვის მნიშვნელოვანი იქნება ხელით დამზადებული ნაკეთობების  (სუვე- ნირებისა და მსგავსი ნაწარმის) უფრო ფართოდ ექსპორტირება.

საქართველოდან პგს-ს სქემით ხდება ფეროსილიკომანგანუმის, მინერალური წყლების, ხილის წვენების, გარკვეული ლითონის პროდუქციის ექსპორტირება. განვიხილოთ საქართველოდან  აშშ-ში ექსპორტის  დინამიკა. (იხ. ცხრილი 1). ცხრილიდან ჩანს,  რომ საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი მკვეთრად იზრდება 2006 წლიდან. მაქსიმალური  მნიშვნელობები კი მიღწეული იქნა 2012 და 2014  წელს. ცხადია,  ასეთი ზრდა განპირობებული  იყო ჯერ ერთი იმით, რომ ქართველი  ექსპორტიორები  უკეთ იყენებდნენ პგს-ის სქემას, ხოლო მეორე, ქვეყნებს შორის ახლო პოლიტიკური  ურთიერთობებით.  განვიხილოთ  საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის სასაქონლო  ჭრილი 2015 წლის მაგალითზე.  2015 წლის განმავლობაში  საქართველოდან  აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის  ჩამონათვალი  ასე გამოიყურება:  სასაქონლო  ჯგუფი 7202 - ფეროშენადნობები 86.340. - ათასი აშშ დოლარი; სასაქონლო  ჯგუფი - 3102, აზოტოვანი სასუქები - 7.730 ათასი აშშ დოლარი; სასაქონლო  ჯგუფი 2201 - მი- ნერალური წყლები - 1.339 ათასი აშშ დოლარი; სასაქონლო  ჯგუფი 2204 - ყურ- ძნის ნატურალური  ღვინოები  - 1.041 ათასი აშშ დოლარი; სასაქონლო  ჯგუფი 2009 - ხილის წვენები  - 2.096 ათასი აშშ დოლარი.

საქართველოს ექსპორტი აშშ-ში (ათასი აშშ დოლარი) [2]

ცხრილი 1

 თვალში საცემია, როგორც ძალიან ვიწრო სასაქონლო ასორტიმენტი, ასევე პროდუქციის  შეზღუდული ნომენკლატურა.  განვიხილოთ ამ სასაქონლო  ჯგუფების იმპორტის მაჩვენებლები აშშ-ში. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რამდენადმე მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს აქვს ფეროშენადნობების ექსპორტში, სადაც აშშ-ს იმპორტი შეადგენს 2,273,727. ათას აშშ დოლარს, და სადაც საქართველო მე-9 პოზიციაზეა, ხოლო ლიდერობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. (იხ. ცხრილი 2).

აშშ-ში ფეროშენადნობების უმსხვილესი ექსპორტიორები 2015 წელს ათას აშშ დოლარში [3]

ცხრილი 2

უნდა აღინიშნოს,  რომ ამ ექსპორტიორებიდან  საქართველოზე  უკეთესი სავაჭრო რეჟიმი, ვიდრე პგს-ის სქემა, ანუ თავისუფალი ვაჭრობის  რეჟიმი, აშ- შ-სთან აქვთ კანადას, კორეას და ავსტრალიას. სხვა ექსპორტიორებთან შედარებით კი საქართველოს აქვს აშკარა უპირატესობები სავაჭრო რეჟიმის თვალსაზრისით. სხვა სასაქონლო ჯგუფებთან მიმართებით კი საქართველოს პოზიციები ძალიან უმნიშვნელოა,  თუ გავითვალისწინებთ  ამ პროდუქციის იმპორტის მოცულობას აშშ-ში, 2015 წელს შეადგინა (მონაცემები  მოტანილია ათას აშშ დოლა- რებში): სასაქონლო ჯგუფის – 2204-ის 5,621,541; სასაქონლო ჯგუფის – 2201- ის 552,038; სასაქონლო ჯგუფის – 3102-ის 3,871,455.

რამდენად იყენებს საქართველო  იმ საექსპორტო პოტენციალს, რომელიც მას აქვს აშშ-ში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად  გავაანალიზოთ ვაჭრობის ინტენსივობის  ინდექსი.  ვაჭრობის ინტენსივობის  ინდექსი გარკვეულწილად  იძლევა შესაძლებლობას  შევაფასოთ საექსპორტო პოტენციალი  კონკრეტული ქვეყნის ან ქვეყანათა  ჯგუფის მიმართ: Xij- I ქვეყნის  ექსპორტი  J ქვეყანაში; Xi I ქვეყნის მთლიანი ექსპორტი;  Mj Mj ქვეყნის მთლიანი იმპორტი; MM მსოფლიო იმპორტი. Iij=(Xij/Xi)/(Mj/M)  მიღებული  მაჩვენებელი  Iij  თუ მეტია 1-ზე, მაშინ თქვენი სავაჭრო პარტნიორი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია თქვენთვის, ვიდრე თქვენ მისთვის. თუ მიღებული მაჩვენებელი ერთის ტოლია, თქვენი საექსპორტო  პოტენციალი ადეკვატურია თქვენი შესაძლებლობებისა და იმპორტიორი ქვეყნის შესაძლებლობებისა,  ხოლო თუ ის 1-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენს ექსპორტს აქვს გამოუყენებელი პოტენციალი. ამ შემთხვევაში გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალი განისაზღვრება,  როგორც სხვაობა - რა იქნებოდა თქვენი ექსპორტის  მაჩვენებელი, რომ ყოფილიყო  ინდექსი 1-ის ტოლი და რა არის რეალურად. ამ გათვლების ჩასატარებლად ვიღებთ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებს 2015 წლისათვის. ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს  მთლიანი ექსპორტი  შეადგენს  2,203,644 ათას აშშ დოლარს, აქედან ექსპორტი აშშ-ში შეადგენს 104,181 ათას აშშ დოლარს. მსოფლიო იმპორტი შეადგენს 16,548 ტრილიონ აშშ დოლარს, ხოლო აშშ იმპორტი 2,306 ტრილიონ აშშ დოლარს. ამ მონაცემების საფუძველზე ჩატარებული გათვლების შედეგად, საქართველო-აშშ-ს  ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსი შეადგენს 0,36- ს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს გამოუყენებელი საექსპორტო  პოტენციალი აშშ-ში. ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსის 1-თან ტოლობის შემთხვევაში საქართველოს  აშშ-ში ექსპორტი უნდა ყოფილიყო 286.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ აუთვისებელი ექსპორტი შეადგენს 180 მლნ აშშ დოლარს. ალბათ, ცხადია, რომ მხოლოდ ეს აუთვისებელი პოტენციალი ძალიან მაღალია და მისი რეალიზაცია წარმოადგენს  საქართველოს  ექსპორტის  ზრდის მნიშვნელოვან რეზერვს. განვიხილოთ საქართველოდან  აშშ-ში ექსპორტის  ზრდის ყველაზე  რეალისტური გზები.

საქართველო-აშშ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო ეკონომიკური ეფექტი

საყოველთაოდ  აღიარებულია,  რომ თავისუფალი  ვაჭრობის შეთანხმება ხელს უწყობს ვაჭრობის სწრაფ ინტენსიფიკაციას.  საქართველოსთან  მიმართებით არსებობს აშშ-სთან  თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა,  რასაც  ითვალისწინებს აშშ-საქართველოს   სტრატეგიული  პარტნიორობის შეთანხმება. ამ მიმართულებით, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს  აქტიურობა,  ასევე აშშ-ს კეთილი ნება, ვინაიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ ყოველთვის განიხილავს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ამჟამად აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს ავსტრალიასთან, ბაჰრეინთან, კანადასთან, ჩილესთან, კოლუმბიასთან, კოსტა-რიკასთან, დომინიკანის რესპ., ელ სალვადორთან, გვატემელასთან, ჰონდურასთან,  ისრაელთან,  იორდანიასთან,  კორეასთან, მექსიკასთან,  მაროკოსთან, ნიკარაგუასთან, ომანთან, პანამასთან, პერუსთან და სინგაპურთან. გარდა ამისა, აშშ-მ დაასრულა მოლაპარაკებები  რეგიონულ ტრანს-წყნარი  ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებაზე და აწარმოებს მოლაპარაკებას ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობაზე  ევროკავშირთან.  ცხადია, რომ საქართველოს ცალსახა მისწრაფება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელს უწყობს საქართველოს  მიერ თავისუფალი  ვაჭრობის რეჟიმის მიღწევას აშშ-სთან.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით,  პირველ  რიგში  უნდა ითქვას, რომ ექსპორტის სწრაფი ზრდა თავისუფალი ვაჭრობის პირობებში  მოხდება,  მაშინ როდესაც ორ ქვეყანას შორის ექსპორტის ერთგვაროვნება მაღალია. ასევე, ექსპორტის  ზრდას ხელს უწყობს შიგადარგობრივი კოოპერაციის  მაღალი დონე. ეს დაშვებები ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ მაღალი ერთგვაროვნების   შემთხვევაში  მოხდება ექსპორტის სპეციალიზაცია, ერთი ქვეყნიდან მოხდება  უფრო დაბალი ფასის მქონე პროდუქციის  ექსპორტი, ხოლო მეორედან იმავე, მაგრამ უფრო მაღალი ფასის მქონე პროდუქციის ექსპორტი.  შიგადარგობრივი ვაჭრობის  ინტენსიფიკაციის შემთხვევაში კი განიხილება ფასეულობათა  ჯაჭვის აგება, როდესაც, საქართველოს ექნება უპირატესობა სხვა ექსპორტიორებთან  შედარებით. ამ საკითხების განსაზღვრისათვის  განვიხილოთ ექსპორტის  ერთგვაროვნებისა  (კინკერ-ფრეინინის ინდექსი) და შიგადარგობრივი  ვაჭრობის  (გრუბელ-ლოიდის ინდექსი) (იხ. ცხრილი 3, 4).

ექსპორტის ერთგვაროვნება კინკერ-ფრეინინის  ინდექსის მიხედვით (2010-2015 წწ.)

ცხრილი 3

მარტივი  ანალიზი ცხადყოფს, რომ ექსპორტის  დაბალი ერთგვაროვნება და შიგადარგობრივი ვაჭრობის დაბალი მოცულობა არ გამოიწვევს საქართველოდან ექსპორტის მკვეთრ ზრდას, დროის მოკლე პერიოდში. თუმცა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება და შესაბამისად აშშ-ს ბაზარზე პროდუქციის დაშვება თავისუფალი  ვაჭრობის რეჟიმით  ძალიან საინტერესო იქნება, პირველ რიგში, აზიელი ინვესტორებისათვის.  ასევე, ძალიან საინტერესო იქნება თურქეთისათვის, რადგანაც შესაძლებელი იქნება საქართველოში სამრეწველო პროდუქციის ერთობლივი წარმოება და შემდგომ მისი ექსპორტირება  აშშ-ში სავაჭრო დამღით  დამზადებულია საქართველოში.   ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის ნაკლებად  საინტერესო  იქნება საქართველოს

გრუბელ-ლოიდის ინდექსის მიხედვით საქართველოს შიგადარგობრივი ვაჭრობა აშშ-სთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროკავშირსა და დსთ-სთან (2015წ.)

ცხრილი 4

თავისუფალი ვაჭრობის  რეჟიმი აშშ-სთან ორი მოსაზრების გამო: პირველი, ტვირთის მოძრაობა დასავლეთი-აღმოსავლეთი-დასავლეთი,   რაც  ზრდის  სატრანსპორტო ხარჯებს; მეორე მალე თვითონ ექნებათ თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება.  ამდენად  მიზანშეწონილი  იქნება ყველა პოტენციურად  დაინტერესებული ინვესტორის  იდენტიფიკაცია  როგორც სახელმწიფოების,  ასევე დარგობრივი ნიშნით და მათთვის სპეციალური  ინვესტიციების დაცვის  მექანიზმების შეთავაზება. განსაკუთრებული  ყურადღება  უნდა მიექცეს ტვირთების  მოძრაობას – „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულებით, რაც წარმოადგენს ბუნებრივ სატრანსპორტო გზას.

აშშ-ში განვითარებული უახლესი მოვლენები და აშშ ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ასევე ძალიან საინტერესოა  და გარკვეულად შესაძლებელია შეცვალოს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების არსებული დინამიკა.

ლიტერატურა:

1.    https://ustr.gov/issue-areas/trade-development/preference-programs/generalized- system-preferences-gsp/gsp-use-%E2%80%93-coun

2.    „საქსტატი“

3.    www.itracen.org